დარტფორდი
From Wikipedia, the free encyclopedia
დარტფორდი (ინგლ. Dartford) — ქალაქი კენტის საგრაფოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, დარტფორდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. განთავსებულია კენტის საგრაფოსა და დიდი ლონდონის საზღვარზე.
ქალაქი | |
---|---|
დარტფორდი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 51°26′47″ ჩ. გ. 0°13′00″ ა. გ. |
მოსახლეობა | 85 911 კაცი (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სატელეფონო კოდი | 01322 |
საფოსტო ინდექსი | DA |
ველზე, სადაც ქალაქის ცენტრი მდებარეობს, მდინარე დარენტს კვეთს ლონდონიდან დუვრისკენ მიმავალი ძველი რომაული გზა. სწორედ ამას უკავშირდება ქალაქის სახელწოდება. მდინარის სახელმა კუმშვა განიცადა (დარენტ>დარტ) და დაემატა სიტყვა „ფორდი“ (ford — ფონი). შესაბამისად, დარტფორდი ნიშნავს ადგილს, სადაც ყველაზე მოსახერხებელია მდინარე დარენტზე გადასვლა.
სხვადასხვა ეპოქაში ქალაქს ჰქონდა დიდი რელიგიური, ინდუსტრიული და კულტურული მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა სტატუსით დღეს იგი დიდი ლონდონის თანამგზავრი ქალაქია, დარტფორდს ღირსეული ადგილი უკავია ინგლისის ისტორიაში.