დანიის კონსორტების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიის კონსორტების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანების სია, რომლებიც დაქორწინებულნი იყვნენ დანიის მონარქებზე. მთელს ისტორიაში, დანიის ყველა კონსორტი ქალი იყო, გამონაკლისია მხოლოდ დედოფალ მარგრეტე II-ის ქმარი, პრინცი ანრი. აღსანიშნავია, რომ სვენ I-ისა და კნუდ დიდის ცოლები: სვიეტოსლავა პოლონელი და ემა ნორმანდიელი, დანიასთან ერთად ატარებდნენ ინგლისის დედოფალ კონსორტის წოდებას. კალმარის უნიის პერიოდში (1397-1523) დანიის კონსორტები ასევე ატარებდნენ ნორვეგიისა და შვედეთის დედოფლის წოდებასაც, თუმცა მისი დაშლის შემდეგ მათ მხოლოდ შვედეთის გვირგვინი დაკარგეს, ნორვეგიის დედოფლის წოდება კი მხოლოდ XIX საუკუნეში დათმეს.