დანდი
From Wikipedia, the free encyclopedia
დანდი (ინგლ. Dandee) — ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში. დანდი არის საპორტო ქალაქი, მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, ფერთ-ოვ-თეის ყურეში, შოტლანდიის აღმოსავლეთ ნაპირზე. ქალაქი წარმოადგენს დანდის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. ამჟამად მოსახლეობის რაოდენობა 143 ათას ადამიანს შეადგენს, და გარეუბანებით 170 ათას.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დანდი Dundee Dun Deagh | |||||
| |||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||
რეგიონი | შოტლანდიაშოტლანდია | ||||
ოლქი | დანდი | ||||
კოორდინატები | 56°27′00″ ჩ. გ. 2°59′00″ დ. გ. | ||||
ფართობი | 67339690 კვადრატული მეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 18 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა და Scots | ||||
მოსახლეობა | 154 674 კაცი (2001) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 და UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 01382 | ||||
საფოსტო ინდექსი | DD1-DD6 | ||||
ოფიციალური საიტი | dundeecity.gov.uk | ||||
დახურვა
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქალაქის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ცეცხლის ციხესიმაგრე", შუქურების დიდი რაოდენობის გამო. ქალაქის წარმოშობის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, აღნიშნული წერილობითი დოკუმენტებში მოიხსენიება XII საუკუნიდან.