დამიანო დავიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
დამიანო დავიდი (დ.8 იანვარი 1999.)[1] იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი. ის როკ ჯგუფ Måneskin-ის სოლისტია, რომელმაც სანრემოს მუსიკალური ფესტივალი 2021 და შემდგომში 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სიმღერით "Zitti e buoni" მოიგო.
დამიანო დავიდ | |
---|---|
Damiano David | |
![]() დამიანო დავიდი 2022 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 იანვარი 1999 |
დაბ. ადგილი | რომი |
წარმოშობა | იტალია |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი მძიმე როკი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2016 — |
დამიანო დავიდი ვიკისაწყობში |
დავიდი რომში დანიელ დევიდისა და როზა სკოგნამილიოს ოჯახში დაიბადა, ორივე მშობელი ბორტგამცილებელია.[2] 17 წალმდე ის კალათბურთს ადგილობრივ კლუბ ევრობასკეტ რომაში თამაშობდა.[3][4][5] დავითმა სიმღერა ექვსი წლის ასაკში დაიწყო.[6] მან გაიცნო ვიქტორია დე ანჯელისი და თომას რაგი, ვისთან ერთადაც შექმნა ბენდი Måneskin.მან არ დაამთავრა საშუალო სკოლა, მაგრამ თავი მუსიკალურ კარიერას მიუძღვნა, რაზეც მას მშობლების მხარდაჭერა ჰქონდა.[7] ჯგუფი ჩამოყალიბდა 2016 წელს და თავდაპირველად უკრავდა რომის ქუჩებში,[8] მაგრამ 2017 წელს მათ მალევე მოიპოვეს პოპულარობა, მას შემდეგ, რაც მეორე ადგილი დაიკავეს იტალიურ X Factor-ის მეთერთმეტე სეზონში.სტუდიური ალბომით Il ballo della vita და ტურით 2018 და 2019 წლებში ბენდმა პოპულარობა მოიპოვა. 2021 წელს გამოვიდა მათი მეორე სტუდიური ალბომი Teatro d'ira: Vol.[9] 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ მას ცრუ ბრალი დასდეს, თითქოს ფინალურ შოუზე ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული. კონკურსის შემდეგ დავიდმა საკუთარი ინიციატივით ნარკოტესტი გაიარა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. ჯგუფმა ევროვიზია 2021 524 ქულით მოიგო.[10][11][12]
დავიდი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ურთიერთობაში იტალიელ მოდელთან ჯორჯია სოლერთან.[13][14][15] წყვილი 2023 წლის ივნისში დაშორდა.[16] იტალიურის გარდა, დავიდი თავისუფლად ფლობს ინგლისურს და შეუძლია ესპანურად და ფრანგულად საუბარი. ის რასობრივი და ლგბტქ უფლებების დამცველია. [17]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.