დამასკო
დამასკო / From Wikipedia, the free encyclopedia
დამასკო (არაბ. دمشق الشام) — სირიის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი; მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი. დამასკო არის ლევანტისა და არაბული სამყაროს ძირითადი კულტურული ცენტრი. 2009 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 1 711 000 ადამიანი.[1] დამასკო სამხრეთ-დასავლეთ სირიაში მდებარეობს. ქალაქის მთლიანი ფართობი 105 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო ურბანული ზონა 77 კვადრატულ კილომეტრს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დამასკო دمشق | |||
| |||
ქვეყანა | სირია | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 33°30′47″ ჩ. გ. 36°17′31″ ა. გ. | ||
გუბერნატორი | ბიშრ ალ საბანი | ||
პირველი ხსენება | 2500 BCE | ||
ფართობი | 573 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 600 მ | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 4 000 000 კაცი (2007) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +963 11 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.damascus.gov.sy/ | ||
პირველად დასახლდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში, იგი იყო ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქი 661 წლიდან 750 წლამდე. აბასიანთა დინასტიის გამარჯვების შემდეგ, ისლამური ძალაუფლების ადგილს ბაღდადი წარმოადგენდა. დღეს, ქალაქი არის ცენტრალური მთავრობისა და მთავრობის ყველა სამინისტროს სახლი. 2019 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ, დამასკო მსოფლიოში ეკონომისტთა სადაზვერვო განყოფილების მიერ დასახელდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მისაღები ქალაქი.[2]