From Wikipedia, the free encyclopedia
დალაი-ლამა — ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. ხშირად „მის უწმინდესობას“ უწოდებენ, ტიბეტელები დალაი-ლამას ეპითეტებით უხმობენ: იშინ ნორბუ, ანუ „სურვილების ამსრულებელი მჭედელი“. „ლამა“ მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა.
დალაი-ლამა მიიჩნევა დღეგრძელი ტულკუს—ან ბუდისტი ოსტატების ამქვეყნიურ განსხეულებად, რომლებიც გარდაცვალებისა და კვლავშობის ბედის ბორბლისგან თავისუფალნი არიან. დალაი-ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.
სახელი | სურათი | ცხოვრების წლები | აღიარებული | მმართველობა | ტიბეტურად | |
---|---|---|---|---|---|---|
1. | გენდუნ დრუპი | 1391–1474 | – | - [1] | དགེ་འདུན་འགྲུབ་ dge ‘dun ‘grub | |
2. | გენდუნ გიაცო | 1475–1541 | – | 1492–1541[1] | དགེ་འདུན་རྒྱ་མཚོ་ dge ‘dun rgya mtsho | |
3. | სონამ გიაცო | 1543–1588 | ? | 1578–1588 | བསོད་ནམས་རྒྱ་མཚོ་ bsod nams rgya mtsho | |
4. | იონტენ გიაცო | 1589–1616 | ? | 1601–1616 | ཡོན་ཏན་རྒྱ་མཚོ་ yon tan rgya mtsho | |
5. | ლობსანგ გიაცო | 1617–1682 | 1618 | 1642–1682 | བློ་བཟང་རྒྱ་མཚོ་ blo bzang rgya mtsho | |
6. | ცანგიანგ გიაცო | 1683–1706 | 1688 | 1697–1706 | ཚངས་དབྱངས་རྒྱ་མཚོ་ tshang dbyangs rgya mtsho | |
7. | კელზანგ გიაცო | 1708–1757 | ? | 1720–1757 | བསྐལ་བཟང་རྒྱ་མཚོ་ bskal bzang rgya mtsho | |
8. | ჯამფელ გიაცო | 1758–1804 | 1760 | 1762–1804 | བྱམས་སྤེལ་རྒྱ་མཚོ་ byams spel rgya mtsho | |
9. | ლუნგტოკ გიაცო | 1806–1815 | 1807 | 1810–1815 | ལུང་རྟོགས་རྒྱ་མཚོ་ lung rtogs rgya mtsho | |
10. | ცულტრიმ გიაცო | 1816–1837 | 1820 | 1822–1837 | ཚུལ་ཁྲིམས་རྒྱ་མཚོ་ tshul khrim rgya mtsho | |
11. | ხედრუპ გიაცო | 1838–1856 | 1840 | 1844–1856 | མཁས་གྲུབ་རྒྱ་མཚོ་ mkhas grub rgya mtsho | |
12. | ტრინლეი გიაცო | 1857–1875 | 1860 | 1873–1875 | འཕྲིན་ལས་རྒྱ་མཚོ་ ‘phrin las rgya mtsho | |
13. | თუბტენ გიაცო | 1876–1933 | 1878 | 1895–1933 | ཐུབ་བསྟན་རྒྱ་མཚོ་ thub bstan rgya mtsho | |
14. | ტენზინ გიაცო | დაიბადა 1935 | 1937 | 1950-დან (დევნილია) | བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ bstan ‘dzin rgya mtsho |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.