დავიდ დაკო
From Wikipedia, the free encyclopedia
დავიდ დაკო (ფრანგ. David Dacko; დ. 24 მარტი, 1930, ბუჩია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა — გ. 20 ნოემბერი, 2003, იაუნდე, კამერუნი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1960–1965 და 1979–1981 წლებში.
დავიდ დაკო | |
საფოსტო მარკა დავიდ დაკოს გამოსახულებით | |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აგვისტო, 1960 – 1 იანვარი, 1966 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ჟან ბედელ ბოკასა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 სექტემბერი, 1979 – 1 სექტემბერი, 1981 | |
წინამორბედი | ჟან ბედელ ბოკასა |
მემკვიდრე | ანდრე კოლინგბა |
დაბადებული | 24 მარტი, 1930 ბუჩია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
გარდაცვლილი | 20 ნოემბერი, 2003 იაუნდე, კამერუნი |
დაიბადა მიწათმოქმედის ოჯახში. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე მუშაობდა მასწავლებლად. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამაარსებლის, საკუთარი ბიძის, ბარტელემი ბოგანდას უახლოესი თანამებრძოლი, რომელსაც ამ პერიოდში ეკავა გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ბოგანდას მთავრობაში 1957–1958 ეკავა სოფლის მეურნების, 1958 წელს — ადმინისტრაციულ საქმეთა, 1958–1959 წლებში — შინაგან საქმეთა, ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობები. 1959 წელს ბოგანდას ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გახდა გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1960 წლის 14 აგვისტოდან დამოუკიდებელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი.