იტალიელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
დავიდე ასტორი (იტალ. Davide Astori; დ. 7 იანვარი, 1987 — გ. 3 თებერვალი, 2018) — იტალიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ასტორი 2015 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | სან-ჯოვანი-ბიანკო, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 4 მარტი, 2018 (31 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | უდინე, იტალია | ||
სიმაღლე | 188 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2001 | პონტიზოლა | ||
2001–2006 | მილანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2008 | მილანი | 0 | (0) |
2006–2007 | → პიციგეტონე | 25 | (1) |
2007–2008 | → კრემონეზე | 31 | (0) |
2008–2016 | კალიარი | 174 | (3) |
2014–2015 | → რომა | 24 | (1) |
2015–2016 | → ფიორენტინა | 33 | (0) |
2016–2018 | ფიორენტინა | 58 | (3) |
სულ | 345 | (8) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2004–2005 | იტალია 18 წლ. | 4 | (0) |
2011–2017 | იტალია | 14 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
პროფესიული კარიერა დაიწყო იტალიის სერია A-ს კლუბ „მილანში“. 2006–2008 წლებში იჯარით თამაშობდა „პიციგეტონესა“ და „კრემონეზეში“.[2][3] იმავე წელს კონტრაქტი გააფორმა იტალიურ კლუბ „კალიართან“,[4] საიდანაც, 2014 წელს იჯარით გადავიდა „რომაში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ — იჯარით „ფიორენტინაში“, ვისთანაც 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი. 2017 წელს დაინიშნა კლუბის კაპიტნად.
ასტორის დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2011 წლის 29 მარტს უკრაინის წინააღმდეგ ახმანაგურ მატჩში.[5] მან ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. ასტორიმ იტალიის ნაკრებთან ერთად 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[6][7]
2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში, დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.[8] სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.[9][10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.