დავაო-დე-ორო
ფილიპინების პროვინცია / From Wikipedia, the free encyclopedia
დავაო-დე-ორო (ოპფიციალურად დავაო-დე-ოროს პროვინცია; სებ: Lalawigan sa Davao de Oro) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს მინდანაოში, დავაოს რეგიონში. დედაქალაქია ნაბუნტურანი. წარსულში შედიოდა ჩრდილოეთ დავაოს პროვინციის შემადგენლობაში, რომელსაც 1998 წელს გამოეყო.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ადმ. ცენტრი ...
დავაო-დე-ორო | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ნაბუნტურანი | ||
შიდა დაყოფა | კომპოსტელა (დავაო-დე-ორო), ლააკი (დავაო-დე-ორო), მაბინი (დავაო-დე-ორო), მაკო (დავაო-დე-ორო), მარაგუსანი, მავაბი, მონკაიო, მონტევისტა, ნაბუნტურანი, ახალი ბატაანი და პანტუკანი | ||
კოორდინატები | 7°36′00″ ჩ. გ. 125°57′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Jayvee Tyron L. Uy | ||
დაარსდა | 8 მარტი, 1998 | ||
ფართობი | 4479.77 კმ² | ||
მოსახლეობა | 767 547 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 87 | ||
საფოსტო ინდექსი | 8800–8810 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.davaodeoro.gov.ph/ | ||
| |||
დახურვა
პროვინციას დასავლეთიდან ჩრდილოეთი დავაო ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — სამხრეთი აგუსანი, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი დავაო. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით დავაოს ყურეა გადაჭიმული. პროვინციის პირველი გუბერნტორი ხოსე კაბალიერო იყო.
ადრე პროვინციას კომპოსტელის ხეობას უწოდებდნენ (სებ: Kawalogang Kompostela). 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული პლებისციტის შემდეგ პროვინციას დავაო-დე-ორო ეწოდა.