დავაოს რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
დავაოს რეგიონი ადრე ცნობილი როგორც სამხრეთ მინდანაო (სებუანურ ენაზე: Habagatang Mindanao; ტაგალურ ენაზე: Rehiyon ng Davao) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი, იგივე XI რეგიონი.[2] მდებარეობს მინდანაოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს ხუთ პროვინციას: დავაო-დე-ორო, ჩრდილოეთ დავაო, სამხრეთ დავაო, აღმოსავლეთ დავაო და დასავლეთ დავაო.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ადმ. ცენტრი ...
დავაოს რეგიონი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | დავაო | |
შიდა დაყოფა | დავაო-დე-ორო, ჩრდილოეთი დავაო, აღმოსავლეთი დავაო, სამხრეთი დავაო, დასავლეთი დავაო და დავაო | |
კოორდინატები | 7°05′00″ ჩ. გ. 125°35′00″ ა. გ. | |
მოსახლეობა | 5 243 536 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
დახურვა
რეგიონი ესაზღვრება დავაოს ყურეს. მისი ცენტრია ქალაქი დავაო. დავაო დაბა-დაბას ესპანიზირებული გამოთქმაა, რაც ბაგობოს ენაზე „ცეცხლს“ ნიშნავს.