დაგუპანი
From Wikipedia, the free encyclopedia
დაგუპანი (ოფიციალურად ქალაქი დაგუპანი; ილოკ: Siudad ti Dagupan, ტაგ: Lungsod ng Dagupan) — პირველი კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 171 271 ადამიანს ითვლის.[2]
დაგუპანი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
კოორდინატები | 16°02′35″ ჩ. გ. 120°20′02″ ა. გ. |
დაარსდა | 1590 და 20 ივნისი, 1947 |
ფართობი | 37.23 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 18 მეტრი |
მოსახლეობა | 174 302 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 75 |
საფოსტო ინდექსი | 2400 |
ოფიციალური საიტი | http://dagupan.gov.ph |
დაგუპანი მდებარეობს კუნძულ ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, ლინგაენის ყურის მახლობლად. იგი მანილიც ჩრდილოეთით მთავარი კომერციული და ფინანსური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. აგრეთვე, დაგუპანი ჩრდილო-ცენტრალური ლუსონის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების, მედიისა და კომუნიკაციების ცენტრია. ქალაქი მდებარეობს მდინარე აგნოს ნაყოფიერ ველებზე.
დაგუპანი Chanos chanos-ის წარმოების მხრივ პროვინციის მოწინავე ქალაქებს შორისაა. 2001-2003 წლებში ქალაქში 35 560.1 ტონა Chanos chanos აწარმოეს, რაც მთლიანი პროვინციის 16.8%-ს შეადგენდა.[3]
დაგუპანი ადმინისტრაციულად და პოლიტიკურად პანგასინანის პროვინციისგან დამოუკიდებელია და მხოლოდ პროვინციის საკანონმდებლო რაიონს მიეკუთვნება. დაგუპანი ფილიპინების ერთ-ერთი სამომავლო რეგიონული აგლომერაციაა. დაგუპანის რეგიონული აგლომერაცია სავარაუდოდ შემდეგ ქალაქებს მოიცავს: ლინგაიეინი, ბინმალეი, კალასიაო, მანგალდანი, მანაოაგი, მაპანდანი, სან-ფაბიანი, სან-ხასინტო და სანტა-ბარბარა.[4]