დაბალანსების პოლიტიკა (საერთაშორისო ურთიერთობები)
From Wikipedia, the free encyclopedia
დაბალანსების პოლიტიკა — კონცეფცია, რომელიც გამომდინარეობს ძალთა ბალანსის თეორიისგან, ყველაზე გავლენიანი თეორიიდან რეალისტური აზროვნების სკოლისგან, რომელიც ვარაუდობს, რომ მრავალქვეყნიან სისტემაში ჰეგემონიის ფორმირება მიუწვდომელია, რადგან ჰეგემონია აღიქმება როგორც საშიშროება სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ სახელმწიფოები ამ საშიშროების თავიდან ასარიდებლად იყენებენ დაბალანსებას პოტენციური ჰეგემონის წინააღმდეგ. [1]
დაბალანსება მოიცავს იმ მოქმედებებს, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უწევს იმისათვის, რომ გაათანაბრონ შანსები უფრო ძლიერი სახელმწიფოების მიმართ. ეს უფრო ართულებს და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ ძლიერი სახელმწიფოები სამხედრო უპირატესობას მოიპოვებენ უფრო სუსტი მხარეების წინააღმდეგ. [2]
ძალთა ბალანსის თეორიის თანახმად, სახელმწიფოები, ძირითადად, მოტივირებული არიან მათი გადარჩენისა და უსაფრთხოების შენარჩუნების სურვილებით. ამ მიზნით ისინი შეიმუშავებენ და განახორციელებენ სამხედრო გეგმებს და ხისტი ძალის მექანიზმებს, რათა შეზღუდონ ყველაზე მძლავრი და მზარდი სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება საფრთხეს შეუქმნას მათ. [3] [4] ეს იდეა ასახავს შინაგანი დაბალანსების კონცეფციას, რომელიც ეწინააღმდეგება გარეგანს, რომლის თანახმად, სახელმწიფოები იკრიბებიან და ალიანსს ქმნიან დაბალანსებისა და დომინანტური ან მზარდი ძალაუფლებისთვის მეტი ბერკეტის მოსაპოვებლად. ბოლო წლების განმავლობაში რბილი გაწონასწორება წარმოიშვა, როგორც ახალი კონცეფცია, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორ აწონასწორებენ სახელმწიფოები ძლიერ აქტორებს, რაც მოიცავს ეკონომიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებას ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს შესასზღუდად.