From Wikipedia, the free encyclopedia
დაბა — დასახლებული პუნქტი, ქალაქის ტიპის ურბანული დასახლება.
დაბა ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა, ახალდაბა, ყველდაბა, დაბაძველი, გარდაბანი (გარე დაბანი), უდაბნო (ე. ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა. სვანურ ენაში შესატყვისი ტერმინი — „დაბ“, ხნულს ნიშნავს. შესაძლოა, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით. IX საუკუნიდან „დაბას“ თანდათან ცვლის „სოფელი“.
სსრკ-ში დაბა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. ფუნქციის მიხედვით განარჩევდნენ მუშათა, საკურორტო, სააგარაკო და სხვა ტიპის დაბებს. დაბის სამართავად იქმნებოდა სადაბო საბჭო. ცალკეულ შემთხვევებში სადაბო საბჭო მართავდა დაბის ახლომდებარე სოფლებსაც.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაბა განისაზღვრება როგორც დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.