From Wikipedia, the free encyclopedia
დაარიო ნაჰარისი (ინგლ. Daario Naharis — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ნიდერლანდელმა მსახიობმა მიშიელ ჰიუსმანმა.
დაარიო ნაჰარისი იყო ლეიტენანტი, მეორე ვაჟებში, დაქირავებულ ჯარში. მას შემდეგ რაც მან თავისი უფროსები დახოცა, ის გახდა ჯარის გენერალი და მოგვიანებით დეინერის ტარგარიენს შეჰფიცა ერთგულება და მისი სანდო მრჩეველი გახდა. დაარიო იმითაც არის ცნობილი რომ იყო დეინერ ტარგარიენის სატვარელი, როდესაც მონათა ყურეში საბოლოოდ მოიპოვეს გამარჯვება და მონათმფლობელური ქალაქები გაათავისუფლეს, დეინერის ტარგარიენმა უბრძანა მირინში დარჩენილიყო და დედოფლის სიმშვიდე დაეცვა.
დაარიო არის დაქირავებული ჯარისკაცი, ის იყო ლეიტენანტი მეორე ვაჟებში. მისსადმი დიდი ნდობა ჰქონდათ მის კაპიტნებს, ამიტომაც როდესაც დეინერის ტარგარიენმა მეორე ვაჟები მიიხმო მოსალაპარაკებლად, უფროსებმა ნება დართეს მათ გაჰყოლოდა.
დედამისი იყო დაბალი წარმომავლობის მეძავი. როდესაც ის 12 წლის იყო დედამისმა მონათმფლობელს მიჰყიდა მისი თავი დაბალი შემოსავლების, ალკოჰოლიზმისა და აგრესიულობის გამო. ის 12 წლიდან იწვრთნებოდა, 16 წლის ასაკში კი პირველად გავიდა მოედანზე საბრძოლველად. დაარიომ თავისი ბრძოლებით დიდება მოიპოვა საბრძოლო ორმოებში და თავისმა ბატონმა იმდენი იშოვა რომ როდესაც მონათფლობელი გარდაიცვალა ბიჭს თავისუფლება უბოძა. ამის შემდეგ კი დაარიომ გადაწყვიტა დაქირავებული მებრძოლი გამხდარიყო.
წიგნების ტელეადაპტაციის მესამე სეზონში, როდესაც ეს პერსონაჟი გამოჩნდა პირველ სამ სერიაში, დაარიო ნაჰარისს განასახიერებდა ინგლისელი მსახიობი ედ სკრეინი. მოგვიანებით კი ის ჩაანაცვლა ნიდერლანდელმა მსახიობმა მიშიელ ჰიუსმანმა. ედ სკრეინმა მოგვიანებით განაცხადა რომ როლის მიტოვება გამწვეულია „პოლიტიკით“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.