გუსტავო პეტრო
From Wikipedia, the free encyclopedia
გუსტავო ფრანცისკო პეტრო ურეიო (ესპ. Gustavo Francisco Petro Urrego; დ. 19 აპრილი, 1960) — კოლუმბიელი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და კოლუმბიის არჩეული პრეზიდენტი.[1][2] 2022 წლის 19 ივნისს დაამარცხა როდოლფო ერნანდეს სუარესი. როდესაც იგი მიიღებს თანამდებობას, იგი გახდება კოლუმბიის პირველი მემარცხენე პრეზიდენტი.[3][4][5]
გუსტავო პეტრო | |
პეტრო 2017 წელს | |
კოლუმბიის 34-ე პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 აგვისტო, 2022 |
ვიცე-პრეზიდენტი | ფრანსია მარკესი |
სენატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივლისი, 2018 – 20 ივლისი, 2022 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივლისი, 2006 – 20 ივლისი, 2010 | |
ბოგოტის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 აპრილი, 2014 – 31 დეკემბერი, 2015 | |
წინამორბედი | მარია მერსედეს მალდონადო |
მემკვიდრე | ენრიკე პანიალოსა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2012 – 19 მარტი, 2014 | |
წინამორბედი | კლარა ლოპეს ობერგანი |
მემკვიდრე | რაფაელ პარდო |
დაბადებული | 19 აპრილი, 1960 (1960-04-19) (64 წლის) კორდობა, კოლუმბია |
ეროვნება | კოლუმბიელი |
შვილები | 5 |
განათლება | კოლუმბიის უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სკოლა პაპ ქსავიერის უნივერსიტეტი სალამანკის უნივერსიტეტი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები | ლეტელიე-მოფიტის ადამიანის უფლებათა ჯილდო |
ხელმოწერა |
17 წლის ასაკში, პეტრო გახდა პარტიზანული ჯგუფის წევრი 1991 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენლთა პალატის წევრად. 2009 წელს მან დატოვა თანამდებობა 2010 წლის კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არჩევნები მეოთხე ადგილით დაასრულა.[6]
PDA-ს ლიდერებთან იდეოლოგიური უთანხმოების გამო, მან დააარსა მოძრაობა Humane Colombia, რათა ებრძოლა ბოგოტის მერობისთვის. 2011 წლის 30 ოქტომბერს იგი აირჩიეს მერად, თანამდებობა დაიკავა 2012 წლის 1 იანვარს.[7] 2018 წლის კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ის მეორე ადგილზე გავიდა ხმების 25 %-ით და დამარცხდა მეორე ტურში.[8]