From Wikipedia, the free encyclopedia
გულგულის სამაროვანი — გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIV–XII სს.) ძეგლი სოფელ გულგულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე. წ. „ოლიების ტყეში“ (თელავის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1956-1972 წლებში. გამოვლინდა 29 ინდივიდუალური ორმოსამარხი. მიცვალებულები ესვენენ კიდურებმოხრილნი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ჩატანებული ჰქონდათ ბრინჯაოს იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა სამკაული, თიხის ჭურჭელი (უყურო, ორყურა და შვერილყურიანი დერგები, ქილები, სადღვებლები, ქოთნები, კოჭბები, ბადიები, ჯამები და სხვ. ზოგ სამარხში 60-მდე) და სხვა. აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის სიმრავლე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო მეთუნეობა უნდა ყოფილიყო. ახლომდებარე სოფლებში დღემდეა შემორჩენილი თიხისა და საწარმოო ქვიშის კარიერები. თიხის ჭურჭლის გარდა სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევრები, მთლიანმასრიანი შუბისპირები მასრაზე ორი სამანჭვლე ნახვრეტით, ბრინჯაოს ხვია, სასაფეთქლე რგოლები, გვერგვები, სარდიონის მძივები და სხვ. მასალა ინახება გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას ოლიების მიწის სამაროვანი (განხილვა). |
სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ე. წ. „სათვალისწყალზე“ გაითხარა 20 ორმოსამარხი, რომლებიც ზემოთ აღწერილი სამარხების ანალოგიური და სინქრონულია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.