From Wikipedia, the free encyclopedia
გულბედინ ჰექმათიარი (პუშტუ گلبدین حکمتیار; დ. 26 ივნისი, 1947, ( სხვა ვერსიით 1944)[1]) — ავღანელი საველე მეთაური. ავღანეთის პრემიერ-მინისტრი (1993–1994 და 1996 წლებში). ისლამური პარტიის ლიდერი.
გულბედინ ჰექმათიარი | |
ავღანეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ივნისი, 1993 – 28 ივნისი, 1994 | |
პრეზიდენტი | ბურჰანუდინ რაბანი |
წინამორბედი | აბდულ საბურ ფარიდ ქუჰესტანი |
მემკვიდრე | არსალა რაჰმანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ივნისი – 27 სექტემბერი, 1996 | |
პრეზიდენტი | ბურჰანუდინ რაბანი |
წინამორბედი | აჰმად შაჰ აჰმადზაი |
მემკვიდრე | მუჰამედ რაბანი |
დაბადებული | 26 ივნისი, 1947 ყუნდუზი |
პოლიტიკური პარტია | ისლამური პარტია |
განათლება | ქაბულის უნივერსიტეტი |
მიეკუთვნება პუშტუნების ეთნიკურ დაჯგუფებას. ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამყარების პერიოდში ცხოვრობდა ირანში. რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში და შევიდა ახალ მთავრობაში. მაგრამ მალევე მხარი დაუჭირა თალიბანს და ალ-კაიდას. 2003 წელს აშშ-მ ჰექმათიარი აღიარა ტერორისტად და შეიტანა გაეროს შავ სიაში ბინ ლადენთან და მოლა ომართან ერთად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.