![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e1/Rio_deJaneiro_LE2002059_lrg.jpg/640px-Rio_deJaneiro_LE2002059_lrg.jpg&w=640&q=50)
გუანაბარის უბე
From Wikipedia, the free encyclopedia
გუანაბარის უბე (პორტ. Baía da Guanabara) — ოკეანის უბე სამხრეთ–აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში. მის დასავლეთ ნაპირზე გადაჭიმულია ქალაქი რიო-დე-ჟანეირო, აღმოსავლეთ ნაპირზე კი ქალაქი ნიტეროი და სან-გონსალუ. უბეს ასევე გარს ერტყმის ოთხი სხვა მუნიციპალიტეტი. გუანაბარა მეორე უდიდესი უბეა ბრაზილიაში ტოდუზ-უს-სანტუსის უბის შემდეგ; მისი ფართობი 412 კმ²–ს შეადგენს, პერიმეტრი კი 143 კმ–ს.
სწრაფი ფაქტები რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
გუანაბარის უბის თანამგზავრული ფოტო | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | vi |
სია | |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1100 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
უბის სიგრძე 31 კმ–ია, სიგანე კი ყველაზე ფართო ადგილას 28 კმ–ია. მისი 1,5 კმ სიგანის პირის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს პიკო–დე–პაპაჯაიო (თუთიყუშის მწვერვალი), დასავლეთით კი შაქრისთავა მთა.
სახელი გუანაბარა ტუპის ენიდან მომდინარეობს (goanã-pará) და ზღვის უბეს ნიშნავს.