![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4f/Greta_Thunberg_in_Stckholm_%2528cropped_2%2529.jpg/640px-Greta_Thunberg_in_Stckholm_%2528cropped_2%2529.jpg&w=640&q=50)
გრეტა ტუნბერგი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრეტა ტუნბერგი (დ. 3 იანვარი, 2003) — შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომლის მიერ წამოწყებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გრეტა ცნობილია მისი პირდაპირი, ხისტი საუბრით.
სწრაფი ფაქტები გრეტა ტუნბერგი, დაბადების თარიღი ...
გრეტა ტუნბერგი | |
---|---|
![]() გრეტა ტუნბერგი 2023 წელს | |
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 2003 (2003-01-03) (21 წლის) |
მოქალაქეობა | შვედეთი |
პროფესია | მოსწავლე, გარემოსდაცვითი აქტივსტი |
დახურვა
გრეტა 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს დაიწყო პარასკევის გატარება შვედეთის პარლამენტის წინ და მოითხოვდა შვედეთის მთავრობის აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. გრეტას მალევე სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
2019 წელს, ჟურნალმა „Time“ გრეტა დაასახელა წლის ადამიანად. გრეტა ასევე 2019 და 2020 წელს იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.