გრენადა
From Wikipedia, the free encyclopedia
გრენადა (ინგლ. Grenada; ფრანგ. La Grenade) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის მცირე ანტილის კუნძულების შემადგენლობაში. დედაქალაქი სენტ-ჯორჯესი.
გრენადა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Ever Conscious of God We Aspire, Build and Advance as One People[1] | ||||||
ჰიმნი: Hail Grenada |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სენტ-ჯორჯესი 12°03′ ჩ. გ. 61°45′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | სესილ ლა გრენეიდი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კიტ მიტჩელი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 348,5 კმ2 (203-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 109 590 (185-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 318,58 კაცი/კმ2 (45-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $1.457 მილიარდი [2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $13,599[2] | ||||
აგი (2014) | 0.750 (მაღალი) (79-ე[3]) | |||||
ვალუტა | აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
Internet TLD | .gd | |||||
სატელეფონო კოდი | 1473 |
ევროპელთა გამოჩენამდე გრენადა დასახლებული იყო არავაკებით, მოგვიანებით - კი კარიბებით. ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული 1498 წელს შენიშნა ამერიკაში მისი მესამე მოგზაურობის დროს. დაარქივებული 2018-12-26 საიტზე Wayback Machine. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ესპანეთის მეფის საკუთრებად ითვლებოდა, კუნძულზე ესპანელების ჩასვლის ან დასახლების არც ერთი წყარო არ არსებობს. ევროპელების მიერ კუნძულის კოლონიზაციის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1650 წელს კუნძულზე ფრანგული დასახლებები გამოჩნდა. ფრანგთა მმართველობა თითქმის ერთი საუკუნე გაგრძელდა. 1763 წლის 10 თებერვალს პარიზის ზავის თანახმად კუნძული დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარებაში გადავიდა. ბრიტანეთის მმართველობა 1974 წლამდე გაგრძელდა (გამინაკლისია საფრანგეთის მმართველობა 1779 - 1783 წლებში). 1958 წლიდან 1962 წლამდე გრენადა იყო დასავლეთის ინდიელთა ფედერაციის ნაწილი, რომელმაც ცოტა ხანი იარსება. 1967 წლის 3 მარტს გრენადას მიენიჭა სრული ავტონომია შინაგან საქმეთა საქმეებთან დაკავშირებით, როგორც ასოცირებულ სახელმწიფოს.
ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1974 წლის 7 თებერვალს, თანამეგობრობასთან ოფიციალური კავშირების გაწყვეტის გარეშე. გრენადის პიველი პრემიერ-მინისტრი ერიკ გეირი გახდა. ქვეყნის მეთაურად კი დიდი ბრიტანეთის მონარქი, ჩარლზ III ითვლება.