გრასიას-ა-დიოსი (ესპ. Gracias a Dios – მადლობა ღმერთს) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია პუერტო-ლემპირა. ერთ დროს წარმოადგენდა მოსკიტების სანაპიროს ნაწილს, თუმცა 1957 წელს დეპარტამენტად ჩამოყალიბდა. ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან შედარებით მოწყვეტილია და ხმელეთიდან ძნელად მისაღწევი, ამიტომ, ჰონდურასის ქალაქებიდან გრასიას-ა-დიოსისკენ სრულდება ავიარეისები.
დეპარტამენტი | |
---|---|
გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი Departamento de Gracias a Dios | |
ქვეყანა | ჰონდურასი |
ადმ. ცენტრი | Puerto Lempira |
კოორდინატები | 15°16′00″ ჩ. გ. 83°46′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1957 |
ფართობი | 16 630 კმ² |
მოსახლეობა | 76 278 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC-6 |
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 76 278 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 16 630 კმ²-ია. მიუხედავად იმისა, რომ ფართობის მხრივ ის ქვეყანაში მეორე უდიდესი დეპარტამენტია, მოსახლეობა საკმაოდ მცირეა და მოიცავს ფიჭვის ვრცელ სავანებს, ჭაობებსა და წვიმის ტყეებს.
გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი 6 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ინტერაქტიული რუკა დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.