გრანადის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
გრანადის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 174 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
გრანადის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: ალპუხარა-გრანადინა, ალამა, ბასა, ვალიე-დე-ლეკრინი, ვეგა-დე-გრანადა, გუადისი, კოსტა-ტროპიკალი, ლოს-მონტესი, ლოხა, უესკარი.
გრანადის პროვინციის ფართობია 12 531 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 914 678 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია გრანადა, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ქალაქი ბასა (545 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — კახარი (1,65 კმ²)[4].