![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/G%25C3%25B6tz_von_Berlichingen_Portrait.jpg/640px-G%25C3%25B6tz_von_Berlichingen_Portrait.jpg&w=640&q=50)
გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენი
From Wikipedia, the free encyclopedia
გოტფრიდ „გეც“ ფონ ბერლიხინგენი (გერმ. Gottfried „Götz“ von Berlichingen zu Hornberg,) (დ. დაახლოებით 1480 — გ. 23 ივლისი, 1562) — ასევე ცნობილი, როგორც რკინისხელიანი გეცი, იყო გერმანელი (ფრანკონელი) საიმპერიო რაინდი (რაიხსრიტერი), დაქირავებული მებრძოლი და პოეტი. იგი დაიბადა დაახლოებით 1480 წელს, ბერლიხინგენის დიდგვაროვან ოჯახში, თანამედროვე ვიურტემბერგში. გოტფრიდმა 1517 წელს იყიდა ჰორნბერგის სასახლე (Neckarzimmern) და იქ ცხოვრობდა სიკვდილამდე.[1]
გოტფრიდ „გეც“ ფონ ბერლიხინგენ ცუ ჰორნბერგი | |
---|---|
Gottfried „Götz“ von Berlichingen zu Hornberg | |
![]() | |
მეტსახელი |
|
ეროვნება | გერმანელი, ფრანკონელი |
დაბადების თარიღი | 1480 |
დაბადების ადგილი | ბურგ იატენჰაუსენი, ვიურტემბერგის საგრაფო, საღვთო რომის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1562 წლის 23 ივლისი |
გარდაცვალების ადგილი | ჰორნბერგის სასახლე, პფალცის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია |
კუთვნილება |
![]() |
სამხედრო სამსახურის წლები | 1497-1544 |
წოდება | |
ბრძოლები/ომები |
|
სამსახურიდან გადადგომა | 1544 |
იგი აქტიური იყო მრავალ სამხედრო კამპანიაში 47 წლის განმავლობაში, 1498 წლიდან 1544 წლამდე, მათ შორის გერმანელ გლეხთა ომში,[2] გარდა მრავალი მტრობისა; ავტობიოგრაფიაში ის თვლის, რომ მან საკუთარი სახელით იბრძოლა 15 დაპირისპირებაში, გარდა მრავალი შემთხვევისა, როდესაც იგი დაეხმარა თავის მეგობრებს, მათ შორის: მტრობა ქალაქების კიოლნის, ულმის, აუგსბურგისა და შვაბიის ლიგის წინააღმდეგ, ასევე მტრობა ბამბერგის ეპისკოპოსთან.
ის ცნობილი გახდა, ევფემიზმისთვის, ვულგარული გამონათქვამისთვის: Er kann mich am Arsch lecken – „მას შეუძლია ჩემი უკანალი ალოკოს“, რომელსაც გოტფრიდს მიაწერს მწერალი და პოეტი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749–1832).[3]