![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/GEO-SKL-GR.svg/langka-640px-GEO-SKL-GR.svg.png&w=640&q=50)
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
გორის მუნიციპალიტეტი შედის შიდა ქართლის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/GEO-SKL-GR.svg/640px-GEO-SKL-GR.svg.png)
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
გორის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 22 ტერიტორიული ორგანო და 136 სოფელი. გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ატენის, ახალუბნის, ბერბუკის, ბოშურის, დიცის, ვარიანის, ზეღდულეთის, კარალეთის, მერეთის, მეჯვრისხევის, მღებრიანის, ნიქოზის, საყავრის, სკრის, ტინისხიდის, ტირძნისის, ტყვიავის, ქვახვრელის, შავშვების, შინდისის, ძევერისა და სოფელისოფელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
გორის მუნიციპალიტეტის ფართობია 1 336,3 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 77 549 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 58,0 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი გორი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის კარალეთი (6196 ადამიანი), გორიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ტამი (52 კმ.).