![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Gorgopotamos_Bridge_1.jpg/640px-Gorgopotamos_Bridge_1.jpg&w=640&q=50)
გორგოპოტამოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
გორგაპოტამოსი (ბერძ. Γοργοπόταμος) — მდინარე საბერძნეთში. გაედინება ფთიოტიდის ნომის სამხრეთ ნაწილში. სათავე აქვს ოიტას მთებში. ერთვის მდინარე სპერქეოსს. სიგრძე დაახლოებით 15 კმ. უმეტესად მიედინება ჭაობიან ადგილებში, რომელზედაც სასოფლო სამეურნეო მიწებია განვითარებული.
სწრაფი ფაქტები გორგოპოტამოსი, ქვეყანა ...
გორგოპოტამოსი | |
---|---|
![]() გორგოპოტამოსი და მასზე გამავალი ხიდი | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | ოიტას მთები |
სიგრძე | 15 კმ |
დახურვა
სპერქეოსს ერთვის ქალაქ ლამიას სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ში. მდინარეზე გადიოდა ცნობილი რკინიგზის ხიდი, რომელიც 1942 წლის 25 ნოემბერს ააფეთქეს ბრიტანელმა გზავნილებმა და ბერძენმა პარტიზანებმა, რითაც გერმანელებს ჩაუხერგეს გასასვლელი გზა. აფეთქების შედეგად განადგურდა ხიდის ორი საყრდენი, რომელიც დღეისათვის შეცვლილია ფოლადის ბოძებით. აღდგენილია.
ხიდდთან ახლოს ძეგლია აღმართული.