From Wikipedia, the free encyclopedia
გონოკოკი (ლათ. Neisseria gonorrhoeae) — გრამუარყოფითი აერობული ბაქტერია Neisseriaceae-ის ოჯახისა. გონორეისა და ბლენორეის გამომწვევი. აღმოაჩინა ალბერტ ლუდვიგ ნაისერმა 1879 წელს. უჯრედები (სიგრძით 1,25 მკმ, სიგანით 0,7–0,8 მკმ) უძრავია, წყვილ-წყვილადაა შეერთებული გაბრტყელებული ზედაპირებით, რაც ყავის მცენარის პარკების შესახედაობას აძლევს; გარშემორტყმულია ნაზი ლორწოვანი კაფსულით; სპორებს არ წარმოქმნიან. ზრდისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 35–37 °C. ბინადრობის ძირითადი ადგილია შარდ-სასქესო გზების ლოწროვანი გარსი, იშვიათად — სწორი ნაწლავის ან ხახისა, ბლენორეის დროს — თვალისა; დაავადებულთა ჩირქოვან გამონადენში აღმოჩენილია ლეიკოციტების შიგნით. გონოკოკის ტოქსიკურობა განპირობებულია ლიპოპოლისაქარიდით, რომელიც გამოთავისუფლდება ბაქტერიის დაშლის დროს. მხოლოდ ადამიანის პათოგენია.[1]
გონოკოკი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გონოკოკური ურეთრიტის გრამის წესით შეღებვა. ყურადღება გაამახვილეთ ნეიტროფილების განაწილებასა და როგორც უჯრედშიდა, ისე უჯრედგარე ბაქტერიების არსებობაზე. | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Neisseria gonorrhoeae (Zopf 1885) Trevisan 1885 | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.