გლიცინი
From Wikipedia, the free encyclopedia
გლიცინი (აღინიშნება როგორც GLY ან G ) იგივე გლიკოკოლი (ბერძ. glykys-ტკბილი) — ორგანული უფერო, ტკბილი გემოს მქონე კრისტალური ნივთიერება ფორმულით NH2CH2COOH. გლიცინი 20 პროტეინგენური ამინომჟავიდან ყველაზე პატარაა. გენეტიკურ კოდში მისი კოდონებია GGU, GGC, GGA, GGG.
ყველა პროტეინგენური ამინომჟავა ოპტიკურად აქტიურია გარდა გლიცინისა, რადგან ის არ შეიცავს ქირალურ ნახშირბადატომს.