გლაუკომა
გლაუკომა / From Wikipedia, the free encyclopedia
გლაუკომა — თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი...საბოლოოდ საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის.
მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა.
ყოველწლიურად გლაუკომით ავადდება 40-45 წლის პირთა 1 %, 50-60 წლის პირთა 1.5-2 %, 60-70 წლის და ამაზე უფრო უფროსი ასაკის პირთა 10 %. სადღეისოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცამებით, მსოფლიოში გლაუკომით დაავადებული 100 მილიონამდე ადამიანია. საქართველოში, სავარაუდოდ, 30-40 ათასი კაცია დაავადებული.
გლაუკომა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი ფორმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითრდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებს უდასტურდებათ.
თუ ახალშობილებს შორის თანდაყოლილი გლაუკომა ყოველ 10-20 ათასზე 1-2-ს შეადგენს, 40-45 წლის ასაკში პირველადი გლაუკომა უკვე მოსახლეობის 0.1 %-ს აღენიშნება, 50-60 წლის ასაკში - 1.5 %-ს, 75 წელს გადაცილებულთაგან კი 3 %-ია დაავადებული.