![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/Localizaci%25C3%25B3n_de_la_provincia_de_Guip%25C3%25BAzcoa.svg/langka-640px-Localizaci%25C3%25B3n_de_la_provincia_de_Guip%25C3%25BAzcoa.svg.png&w=640&q=50)
გიპუსკოის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
გიპუსკოის პროვინცია შედის ბასკეთის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 88 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/Localizaci%C3%B3n_de_la_provincia_de_Guip%C3%BAzcoa.svg/320px-Localizaci%C3%B3n_de_la_provincia_de_Guip%C3%BAzcoa.svg.png)
გიპუსკოის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან რვა კომარკაში: ტოლოსალდეა (28 მუნიციპალიტეტი), გოიერი (22), უროლა-კოსტა (11), სან-სებასტიანი (11), ალტო-დევა (8), ბახო-დევა (6) ალტო-უროლა (4) და ბახო-ბიდასოა (2).
გიპუსკოის პროვინციის ფართობია 1997 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 723 576 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია სან-სებასტიანი, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია.[4] ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ონიატე (107,31 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — არამა (1,32 კმ²)[5].