გიორგი VI მცირე
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი VI მცირე — საქართველოს მეფე 1308-1318 წლებში, დავით VIII-ის ძე.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი VI. |
გიორგი VI | |
---|---|
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1308 |
მმართ. დასასრული: | 1318 |
წინამორბედი: | დავით VIII |
მემკვიდრე: | გიორგი V ბრწყინვალე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დავით VIII |
მისი მეფობა ფიქტიური იყო. ამ პერიოდში, მონღოლთა გამთიშველი პოლიტიკის წყალობით, საქართველოში დამკვიდრდა მრავალმეფობა: 1298 წელს მონღოლებმა დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს მისი უმცროსი ძმა ვახტანგ III, ხოლო შემდეგ – მისი მეორე ძმა გიორგი V. ვახტანგის გარდაცვალების (1308) შემდეგ მონღოლებმა გაამეფეს გიორგი VI მცირე, გიორგი V კი მეურვედ დაუნიშნეს. 1311 წლის დასაწყისში გარდაიცვალა დავით VIII. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ერთდროულად, ორი მეფე დარჩა — გიორგი V და გიორგი VI. ოლჯაითუ-ყაენმა არჩევანი გიორგი VI-ის სასარგებლოდ გააკეთა.[1] მემატიანის გადმოცემით, „ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი (გიორგი VI) მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარამოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა“.[2] ყაენმა გიორგი VI-ს დამხმარეებად ამირსპასალარი შანშე II და ზაქარია მხარგრძელები მიუჩინა.[1] საქართველოში გაჩნდნენ აგრეთვე პროვინციის მეფეები – მელქისედეკი, ანდრონიკე და დიმიტრი. დასავლეთ საქართველოში კონსტანტინე მეფობდა. ასეთ ვითარებაში გიორგი VI-ის ხელისუფლების განმტკიცების მიზნით 1314 წელს მონღოლებმა იგი ხელმეორედ დასვეს ტახტზე. როგორც ჩანს, 1318 წლამდე იგი ერთპიროვნული მმართველია.