From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი II (დ. 1514 — გ. 1583) — იმერეთის მეფე 1565-1583, ბაგრატ III-ის ძე.
გიორგი II | |
---|---|
გიორგი II გელათის მონასტრის ფრესკაზე | |
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1565 |
მმართ. დასასრული: | 1583 |
წინამორბედი: | ბაგრატ III |
მემკვიდრე: | ლევანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1514 |
გარდ. თარიღი: | 1583 |
მეუღლე: |
1.რუსუდანი, ჩერქეზების მთავრის ასული 2. თამარ დიასამიძე |
შვილები: |
ლევანი ბაგრატი ალექსანდრე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ III |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: | |
მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც. 1565 წელს იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.
„გიორგი მეფემან მოგვარა ძესა თვისსა ბაგრატს ცოლად დადიანის გიორგისა და, ასული ლევან დადიანისა და აქორწინა მას თანა“ |
წინამორბედი: ბაგრატ III |
იმერეთის მეფე 1565 - 1583 |
შემდეგი: ლევანი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.