გიორგი გურჯიევი
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ივანეს ძე გურჯიევი (დ. 31 მარტი 1866/14 იანვარი, 1872/28 ნოემბერი, 1877, ალექსანდროპოლი, რუსეთის იმპერია, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი, — გ. 29 ოქტომბერი, 1949, პარიზი) — თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი.
გიორგი გურჯიევი | |
---|---|
გურჯიევი 1925-1935 წლებს შორის | |
დაბადების სახელი | გიორგი ივანოვიჩ გურჯიევი |
დაბადების თარიღი |
1866–1877 წლებს შორის ალექსანდროპოლი, რუსეთის იმპერია.(დღევანდელი სომხეთი , გიუმრი) |
გარდაცვალების თარიღი |
29 ოქტომბერი 1949 (71–83 წლის) საფრანგეთი |
გურჯიევის მოძღვრების თანახმად, ადამიანი არასრულქმნილი იბადება, მისი ცნობიერება მთვლემარე მდგომარეობაშია, რის გამოც ინსტინქტები სჭარბობს ცნობიერ ქცევებს. საჭიროა ჩვენი ნამდვილი „მე“-ს აღმოჩენა, არაცნობიერი ქცევის აღკვეთა და ცნობიერების სრული ამოქმედება. ამ პროცესს იგი ადამიანის ევოლუციას უწოდებს და სულის უკვდავყოფის გზად სახავს. გურჯიევი თვლის, რომ ადამიანი თვითგანვითარებადი სისტემაა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია. გურჯიევს მოწაფეები და თაყვანისმცემლები უწოდებდნენ „კაცობრიობის სულიერი კულტურის განმაახლებელს“, „დიდ მოგვს“, „უდიდეს მოაზროვნეს“, რომელიც იღვწოდა დასავლეთის კულტურის დეკადანსისა და დაღუპვისაგან გადასარჩენად.
მისი ცნობილი მოსწავლეები იყვნენ: პეტრე უსპენსკი, ფომა ჰარტმანი, ოლგივანა ლოიდ ვრაითი, ჯონ გოდოლფინ ბენეტი და სხვ.