From Wikipedia, the free encyclopedia
გიზბორნის რეგიონი (ინგლ. Gisborne Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მართავს გიზბორნის რაიონული საბჭო. უდიდესი ქალაქია გიზბორნი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოვერტის ყურის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარეობს.
რეგიონი | |
---|---|
გიზბორნის რეგიონი ინგლ. Gisborne Region | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | გიზბორნი |
კოორდინატები | 38°40′00″ ს. გ. 178°01′00″ ა. გ. |
ფართობი | 8355 კმ² |
მოსახლეობა | 43 656 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 5,6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | gdc.govt.nz |
რეგიონს სახელი ეწოდა კოლონიური მდივნის, უილიამ გიზბორნის პატივსაცემად.
გიზბორნი მეჩხერად დასახლებული, იზოლირებული რეგიონია. პატარა დასახლებები ძირითადად თავს იყრის აღმოსავლეთ სანაპიროს უბეების გასწვრივ. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობა 43 656 ადამიანს შეადგენს, რომლის სამი მეოთხედიც თავს ქალაქ გიზბორნში იყრის. არცერთ სხვა დასახლებას 1000 მცხოვრებზე მეტი არ ჰყავს.
შიდა ნაწილში რელიეფი უსწორმასწოროა, გორაკ-ბორცვიანი, ტყეებით დაფარული. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტე-ურევერის ეროვნული პარკი.
2003 წელს, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი US$1,031 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1 %-ს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.