გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
ოთარ ჭილაძის რომანი / From Wikipedia, the free encyclopedia
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა — ოთარ ჭილაძის მითოლოგიური რომანი. გამოიცა 1973 წელს. ის პირველი იყო მის ექვს რომანს შორის. მასში მოქმედება ხდება ანტიკური კოლხეთის სამეფოს პერიოდში. თავიდან ავტორს ვრცელი პოემის დაწერა ჰქონდა განზრახული ოქროს საწმისის შესახებ, თუმცა შემდგომ მასში მოვლენები ვერ ჩაატია და ვრცელი ეპიკური ტილოს შექმნა გადაწყვიტა.[1][2] რომანი სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ნაწილი პირველი – აიეტი; ნაწილი მეორე – უხეირო; ნაწილი მესამე – ფარნაოზი.[3] მწერლის შემოქმედების მკვლევარის, მანანა კვაჭანტირაძის აზრით, "ძველი ვანის დაღუპვით მარადისობაში პირველად იჭრება დრო, ისტორია კი – მითში. მთავრდება ვანის “ბავშვობის ხანა”, მისი განვითარების ერთი ციკლი და იწყება მეორე"[4]. რომანი თარგმნილია ინგლისურ[5][6], გერმანულ[7], თურქულ[8], ჩეხურ[9], სლოვაკურ[10], სომხურ[11], რუსულ[12] და სხვა ენებზე. რომანი ითვლება თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკად.
„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ | |
---|---|
იასონის და მედეას გაქცევა. ილუსტრაცია. | |
ავტორი | ოთარ ჭილაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | მაგიური რეალიზმი, ისტორიული რომანი, მითოლოგია, ალეგორია |
გამომცემელი | საბჭოთა საქართველო |
გამოცემის თარიღი | 1973 |
გვერდი | 598 |
მომდევნო | ყოველმან ჩემმან მპოვნელმან |