გვირგვინის მიწები
From Wikipedia, the free encyclopedia
გვირგვინის მიწები, ანუ გვირგვინის სამფლობელოები (ინგლ. Crown Dependencies) — მდებარეობს დასავლეთ ევროპაში ბრიტანეთის კუნძულებთან ახლოს, დიდი ბრიტანეთის გვირგვინის კუნძულოვანი სამფლობელოები, რომლებიც არ შედიან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემადგენლობაში, მაგრამ ამასთან არ არიან მისი ზღვისიქითა ტერიტორიები. გვირგვინის მიწებს არასდროს არ ჰქონიათ კოლონიის სტატუსი. მის შემადგენლობაში შედიან: ჯერზის და გერნზის (ნორმანდიის კუნძულები ლა-მანშის სრუტეში, საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან) ბეილივიკები, ასევე მენის კუნძული ირლანდიის ზღვაში. საერთო ფართობი — 766 კმ², მოსახლეობა — 245 269 ად. (2011 წელი).
თითოეულ გვირგვინის ტერიტორიას აქვს საკუთარი საავტომობილო ნომერი (GBG — გერნზი, GBA — ოლდერნი, GBJ — ჯერზი, GBM — მენი), ზედა დონის ეროვნული დომენი (.gg — გერნზი, .je — ჯერზი, .im — მენი), ასევე Alpha3-ის კოდი ISO 3166-1-ის მიხედვით (GGY — გერნზი, JEY — ჯერზი, IMN — მენი), დარეზერვირებული ჯერ მსოფლიოს საფოსტო კავშირისთვის, ხოლო შემდეგ 2006 წლის 29 მარტს ოფიციალურად აღიარებული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.
მენის კუნძულის ფოსტა უშვებს საკუთარ საფოსტო მარკებს, რითაც იღებს მნიშვნელოვან შემოსავალს კოლექციონერებზე სპეციალური გამოშვებების გაყიდვით.
გერნზი, ჯერზი და მენი უშვებენ ბანკნოტებს და ბეჭდავენ მონეტებს. ეს ბანკნოტები მიმოქცევაშია ორივე ბეილივიკის ტერიტორიაზე ბრიტანულ ფუნტებთან და შოტლანდიურ ბანკნოტებთან ერთად. ეს ბანკნოტები დიდ ბრიტანეთში არ არიან ოფიციალური საგადასახადო საშუალებები, მაგრამ მათ მაინც ხშირად იყენებენ.