From Wikipedia, the free encyclopedia
გვიმრანაირნი (ლათ. Pteridophyta) — უმაღლეს მცენარეთა დანაყოფი, რომელსაც აერთიანებენ ვასკულარულ სპოროვნებში, ლიკოპოდიუმებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სპოროვანი გამრავლებით ხასიათდება, ხავსებისაგან განსხვავებით აქვთ ფესვები და გამტარი სისტემა, ახასიათებს კანონზომიერი თაობათა მორიგეობა. კარგად განვითარებულ სპოროფიტზე (უსქესო თაობა) ვითარდება სპორები, რომლებიც გაღვივების შედეგად იძლევა სქესიან თაობას — წინაზრდილს (გამეტოფიტი). სუსტად განვითარებულ წინაზრდილზე ვითარდება ყველა გვიმრანაირისათვის მსგავსი სასქესო ორგანოები (მამრობითი — ანთერიდიუმები და მდედრობითი — არქეგონიუმები). განაყოფიერების შემდეგ ვითარდება უსქესო თაობა.
გვიმრანაირნი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
Pteridophyta | |||||
|
გვიმრანაირნი აერთიანებს ოთხ კლასს: გვიმრები (ლათ. Pteridopsida), შვიტები (ლათ. Equisetopsida), ფსილოტუმისნაირნი (ლათ. Psilotopsida) და Marattiopsida. ასევე გვიმრანაირთა დანაყოფში ერთიანდება გადაშენებულ მცენარეთა კლასები: Cladoxylopsida, Zygopteridales, Stauropteridales და Rhacophytales.
ადრე გვიმრანაირნი ითვლებოდნენ ერთიან ტაქსონომიურ ჯგუფად — ტიპად (ზოგჯერ ქვეტიპად). ამჟამად კი ბოტანიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ისინი რამდენიმე დამოუკიდებელ ტიპად უნდა დაიყონ. ზოგჯერ ტერმინი „გვიმრანაირნი“ ვიწრო გაგებით იხმარება და აღნიშნავს გვიმრებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.