გვატემალა
From Wikipedia, the free encyclopedia
გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰონდურასი და სალვადორი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ²-ს, მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვატემალა (მრავალმნიშვნელოვანი). |
გვატემალის რესპუბლიკა República de Guatemala გვატემალა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Libre Crezca Fecundo“[1] „El País de la Eterna Primavera“ „უკვდავების წყაროს მიწა“[2] |
||||||
ჰიმნი: Himno Nacional de Guatemala |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | გვატემალა 8°58′ ჩ. გ. 79°32′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ოტო პერეს მოლინა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 108 890 კმ2 (107-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0,4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 13 824 463 (69-ე) | ||||
- | 2007 აღწერა | 12 728 111 | ||||
- | სიმჭიდროვე | 129 კაცი/კმ2 (85-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $74 709 მილიარდი[3] (1) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 5069[3] | ||||
აგი (2011) | 0,574 (131–ე) | |||||
ვალუტა | კეტცალი (GTQ ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-06:00 | |||||
Internet TLD | .gt | |||||
სატელეფონო კოდი | +502 |
გვატემალა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. დედაქალაქია გვატემალა-დელ-ვალე-დე-ლა-ასუნსიონი ან უბრალოდ გვატემალა. ქვეყანა ბიოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებით.[4] ესპანელთა მოსვლამდე, გვატემალის ტერიტორიაზე ყვაოდა მაიას ცივილიზაცია. მაიას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გვატამელაში, ჰონდურასში, ბელიზში, მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და სალვადორის აღმოსავლეთ ნაწილში.
გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ მას მართავდა მთელი რიგი დიქტატორებისა, რომლებსაც ეხმარებოდა აშშ–ის კომპანია United Fruit Company. XX საუკუნის ბოლოს გვატემალაში მიმდინარეობდა 36 წლიანი სამოქალაქო ომი. მისი დასრულების შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური წინსვლა და ჩატარდა წარმატებული დემოკრატიული არჩევნები. ბოლო, 2011 წლის არჩევნებში, პრეზიდენტად აირჩიეს პატრიოტული პარტიის კანდიდატი ოტო პერეს მოლინა.