გეტის ცენტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
გეტის ცენტრი (ინგლ. Getty Center) — პოლ გეტის მუზეუმის კამპუსი. 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ცენტრი გაიხსნა საზოგადოებისთვის 1997 წლის 16 დეკემბერს[1] და ცნობილია თავისი არქიტექტურით, ბაღებითა და ხედებით, რომელიც გადაჰყურებს ლოს ანჯელესს. ცენტრი მდებარეობს ბორცვის თავზე, რომელიც დაკავშირებულია ვიზიტორების ავტოსადგომთან გორაკის ბოლოში, გეტის ცენტრის ტრამვაით.[2]
გეტის ცენტრი | |
---|---|
34°04′39″ ჩ. გ. 118°28′30″ დ. გ. | |
დაარსდა | 1997 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ლოს-ანჯელესი |
ვიზიტორები | >1,400,000 (2019) |
ოფიციალური საიტი | https://www.getty.edu/ |
მუზეუმის ცენტრალურ ფილიალში წარმოდგენილია მე-20 საუკუნის წინანდელი ევროპული ნახატები, ხელნაწერები, ქანდაკებები, დეკორატიული ხელოვნება და ფოტოები 1830-იანი წლებიდან დღემდე.[3][4] გარდა ამისა, მუზეუმის კოლექცია მოიცავს გარე ქანდაკებებს, რომლებიც განლაგებულია ტერასებზე და ბაღებში, ასევე აქ არის რობერტ ირვინის მიერ შექმნილი დიდი ცენტრალური ბაღი. გამოფენილ ნამუშევრებს შორის არის ვინსენტ ვან გოგის ნახატი ,,მზესუმზირები". არქიტექტორ რიჩარდ მეიერის დიზაინით, კამპუსში ასევე არის გეტის კვლევითი ინსტიტუტი (GRI), გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი, გეტის ფონდი და J. Paul Getty Trust.