გერტრუდ სტაინი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
გერტრუდ სტაინი (ინგლ. Gertrude Stein; დ. 3 თებერვალი, 1874, პიტსბურგი, პენსილვანიის შტატი ― გ. 27 ივლისი, 1946, პარიზი) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, ფემინისტი და დრამატურგი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.
გერტრუდ სტაინი | |
---|---|
ინგლ. Gertrude Stein | |
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1874[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | chile maracas[11] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივლისი, 1946[12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Gertrude Stein |
საქმიანობა | მწერალი[13] [10] [14] , პოეტი[15] , ხელოვნების კოლექციონერი[15] , სალიტერატურო სალონის მფლობელი[15] , ავტობიოგრაფი, ლიბრეტისტი, დრამატურგი[11] , ავტორი[16] და კოლექციონერი[10] |
ენა | ინგლისური ენა[11] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | რედკლიფის კოლეჯი[15] , ჯონს ჰოპკინზის სამედიცინო სკოლა[15] , ჰარვარდის უნივერსიტეტი[11] , ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი[11] და Oakland High School |
Magnum opus | სამი სიცოცხლე[15] , Tender Buttons[15] , The Making of Americans[15] , Four Saints in Three Acts[15] , ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია[15] , ყველას ავტობიოგრაფია და Doctor Faustus Lights the Lights |
მეუღლე | |
პარტნიორ(ებ)ი | ელის ბაბეტ ტოკლასი[15] |
ხელმოწერა | |
დაიბადა პიტსბურგის ძველ ალეგენის გარეუბანში (პიტსბურგს შემოუერთდა 1907 წელს) ებრაულ-გერმანული წარმოშობის ოჯახში. სამი წლის ასაკში ოჯახი ჯერ ვენაში, შემდეგ კი პარიზში გადავიდა. თითქმის ორი წლის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა განათლება კალიფორნიაში მიიღო, ამთავრებს რა ჯერ რადკლიფის კოლეჯს (1897), შემდეგ კი ჯონს-ჰოპკინზის სამედიცინო სკოლას.
1902 წელს ის საფრანგეთში გადადის მონპარნასზე ხელოვანთა შემოქმედებითი თავყრილობების აპოგეის პერიოდში. 1903-12 წლებში იგი პარიზში ცხოვრობდა ძმა — ლეონთან ერთად, რომელიც იმჟამად ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსი გახდა. 1907 წელს სტაინი თავის ცხოვრებისეულ მეგზურს ელის ტოკლასს ხვდება; სტაინი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ძმის — მაიკლის ბიზნესის სტიპენდიით არსებობდა.
ძმასთან ერთად სტაინმა თავი მოუყარა კუბისტური ხელოვნების ერთ-ერთ უპირველეს კოლექციას. ის ფლობდა პაბლო პიკასოს (პაბლო მისი მეგობარი გახდა და გერტრუდის პორტრეტიც აქვს შესრულებული), ანრი მატისის, ანდრე დერენისა და სხვა ახალგაზრდა მხატვართა ადრეულ ნამუშევრებს. პიკასოს ასევე დახატული აქვს გერტრუდის ძმისშვილი ალან სტაინის პორტრეტი.
1920-იან წლებში მისი სალონი რუ-დე-ფლორუსის 27-ში, რომლის კედლები ავანგარდული მიურალებით იყო მოხატული, მრავალი უდიდესი ხელოვანისა და მწერლის თავშეყრის ადგილი იყო, მათ შორის იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, თორნტონ უილდერი, შერვუდ ანდერსონი და ჟორჟ ბრაქი. გერტურდს ეკუთვნის ტერმინი „დაკარგული თაობა“, რომელიც მან პარიზს შემოხიზნულ ამერიკიდან ჩამოსულ მწერლებს შეარქვა. გამორჩეული შარმით, მახვილსიტყვაობითა და კეთილი ბუნებით გერტრუდს მეგობართა დიდი წრე ჰყავდა. მის შეხედულებებს დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.