From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის ფედერალური კანცელარია (გერმ. Bundeskanzleramt) — გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ბერლინში 2001 წლიდან.
გერმანიის ფედერალური კანცელარია | |
---|---|
Bundeskanzleramt | |
ახალი ფედერალური კანცელარია | |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | პოსტმოდერნისტული |
ქვეყანა | გერმანია |
მდებარეობა | ბერლინი |
მისამართი | Willy-Brandt-Straße 1, 10557 Berlin |
კოორდინატები | 52°31′40″ ჩ. გ. 13°22′32″ ა. გ. |
აშენების ღირებულება | 465 მილიონი მარკა |
მფლობელი | გერმანიის მთავრობა |
დაიწყო | 1997 |
გაიხსნა | 2001 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ფართობი | 12,000 მ² |
არქიტექტორ(ებ)ი | აქსელ შულტესი, შარლოტ ფრანკი |
სხვა დიზაინერები | Royal BAM Group; Acciona |
საიტი | |
http://www.bundeskanzleramt.de |
ახალი ფედერალური კანცელარიის შენობა სპეციალურად კანცლერისთვის და კანცელარიის თანამშრომლებისთვის 1997–2001 წლებში აშენდა და 465 მილიონი მარკა დაჯდა. ეს პოსტმოდერნისტული ნაგებობა არის ბერლინის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. მდებარეობს მდინარე შპრეეს ნაპირზე პრაქტიკულად სამთავრობო კვარტლის ცენტრში, მისგან ძალიან ახლოსაა რაიხსტაგი და ბრანდენბურგის კარიბჭე. შენობას უკავია 12,000 კვადრატული მეტრი და ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიო ქვეყნების ლიდერების რეზიდენციებს შორის. შედარებისთვის, ახალი კანცელარია თეთრ სახლზე რვაჯერ დიდია.[1] ცენტრალური ბლოკის მეშვიდე სართულზე არის მთავრობის სხდომების დარბაზი, მერვე სართულზე განთავსებულია კანცლერის კაბინეტი, ხოლო ბოლო სართულზე ბინა. შენობის მარჯვენა და მარცხენა ფრთებში მდებარეობს კანცელარიის თანამშრომლების კაბინეტები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.