![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
გერი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გერი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (გერის თემი). მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ღვრიის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ცხინვალიდან 22 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
გერი | |
ქვეყანა |
![]() |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია |
მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
თემი | გერი |
კოორდინატები | 42°21′27″ ჩ. გ. 44°01′58″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
გერი პირველად მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) „სავახტანგოს“ თემის სოფელთა სიაში. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ — გორის რაიონში, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ.
სოფლის ზემოთ, მაღალ კლდეზე, დგას გერის წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელსაც დასავლეთ მხარეს მიშენებული აქვს სამრეკლო, ირგვლივ კი გალავანი აქვს შემორტყმული. ეკლესია ნაგებია ქვაფიქლით, ხოლო გალავნის კარიბჭე — თლილი ქვით. კარიბჭის თავზე გამოკვეთილია ლომის თავი. ეკლესიის მახლობლად კოშკიც მდგარა, რომელიც დაუნგრევიათ. 1879 წელს ეკლესიისათვის ეგვტერი მიუშენებიათ. გერის წმ. გიორგი ქართლში ძლიერი სალოცავია. იგი „სულით ავადმყოფთა მკურნალად“ ითვლებოდა.