![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/Stalin.jpg/640px-Stalin.jpg&w=640&q=50)
გენერალისიმუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
გენერალისიმუსი (ლათ. Generalisimus) — უმაღლესი სამხედრო წოდება ზოგი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ენიჭებოდათ მხედართმთავრებს, რომლებიც ომის დროს სარდლობდნენ რამდენიმე არმიას (უფრო ხშირად მოკავშირეთა არმიებს) ან სამეფო დინასტიის ოჯახის წევრებს და სახელმწიფო მოღვაწეებს, როგორც საპატიო წოდება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/Stalin.jpg/320px-Stalin.jpg)
ტერმინი სათავეს იღებს ლათინური სიტყვიდან Generalisimus (ყველაზე მთავარი). პირველად, 1569 წელს საფრანგეთის მეფე შარლ IX-მ გენერალისიმუსის წოდება მიანიჭა თავის 18 წლის ძმას (შემდეგ მეფე ანრი III). მას შემდეგ ეს წოდება ჰქონდათ: საფრანგეთში — ჰერცოგ ა. დე გიზს (1550—1588), პრინც ლ. კონდეს (1621—1688), ჰერცოგ კ. ლ. ვილარს (1653—1734), ჰერცოგ ა. რიშელიეს (1696—1788); ავსტრიაში — თავად რ. მონტეკუკოლის (1609—1680), პრინც ოიგენ (ევგენი) სავოიელს (1663-17369, გრაფ ლ. დაუნს (1705—1766), ერცჰერცოგ კარლს (1771—1847), თავად ფ. შვარცენბერგს (1771—1820); გერმანიაში — გრაფ ა. ვალენშტაინს (1583—1634); რუსეთში — მხედართმთავარ ა. შეინს (1662—1700), თავად ა. მენშიკოვს (1673—1729), პრინც ანტონ ულრიხ ბრაუნშვაიგელს (1714—1774), ა. სუვოროვს (1729—1800); სსრკ-ში საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება შემოიღეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 26 ივნისის ბრძანებულებით და 1945 წლის 27 ივნისს მიანიჭეს ი. ბ. სტალინს.