გელათის მონასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. აგებულია ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გელათის მონასტერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გელათის მონასტერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელათი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
გელათის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°17′50″ ჩ. გ. 42°45′40″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | 1106 |
დახურვა
სახელწოდება „გელათი“ შესაძლოა მომდინარეობდეს იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭის „გენნათის“ სახელიდან.[1]