![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Gabe_Newell_GDC_2010.jpg/640px-Gabe_Newell_GDC_2010.jpg&w=640&q=50)
გეიბ ნიუელი
From Wikipedia, the free encyclopedia
გეიბ ლოგან ნიუელი (ინგლ. Gabe Newell; დ. 3 ნოემბერი, 1962), მეტსახელით გეიბენი — ამერიკელი პროგრამისტი და ბიზნესმენი. იგი არის ვიდეო თამაშების მწარმოებელი და ციფრული დისტრიბუციის კომპანიის, Valve Corporation-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.
გეიბ ნიუელი | |
---|---|
![]() ნიუელი 2010 Game Developers Conference-ზე | |
დაბადების თარიღი |
3 ნოემბერი, 1962 (1962-11-03) (61 წლის) სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
აქტიური | 1983–დღემდე |
ქონება | 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარი (2017)[1] |
ცნობილია როგორც | Valve Corporation-ის თანადამფუძნებელი |
პარტნიორ(ებ)ი | ლიზა მენეტ ნიუელი (1996-) |
შვილ(ებ)ი | 2[1] |
ჯილდოები |
BAFTA Fellowship (2013) AIAS (2013)[2] |
გეიბ ნიუელი დაიბადა აშშ-ის ქალაქ სიეტლში. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მაგრამ თავი დაანება სწავლას, რათა ემუშავა ამერიკის ტექნოლოგიურ კომპანია „Microsoft“-ში. მაიკროსოფტში იგი მუშაობდა ოპერაციული სისტემის თავდაპირველ ვერსიაზე.
კომპანიაში მუშაობის პერიოდში გეიბი და მისი თანამშრომელი, მაიკ ჰარინგტონი, მიიზიდა კომპიუტერულმა თამაშებმა, რომლებიც გამოვიდა 1990-იანი წლებში, როგორებიც არის id Software-ის „Doom“ და „Quake“. სრულად დარწმუნებულმა, რომ მომავალში ვიდეო თამაშები გართობის ერთ-ერთ საშუალებად გადაიქცეოდა, და საკუთარი კომპანიის არსებობის ამბიციით შეპყრობილმა ნიუელმა თავის ამხანაგ ჰარინგტონთან ერთად მიატოვა მაიკროსოფტი და 1996 წელს გახდა ვალვის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც იგი დღემდე რჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე.