გარნისის ბრძოლა 1225 — ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალადედინის მოწოდებას — დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალადედინი დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქარი, რომლის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი ივანე I მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში მიეგება.
სწრაფი ფაქტები გარნისის ბრძოლა, თარიღი ...
გარნისის ბრძოლა |
---|
ქართულ-ხვარაზმული დაპირისპირების ნაწილი |
თარიღი |
1225 წ. |
---|
მდებარეობა |
გარნისის მახლობლად, სომხეთი |
---|
შედეგი |
ხვარაზმელთა გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
|
დახურვა