გარეგინ ნჟდეს მოედანი
From Wikipedia, the free encyclopedia
გარეგინ ნჟდეს მოედანი (სომხ. Գարեգին Նժդեհի Հրապարակ გარეგინ ნჟდე ჰრაპარაკ), ყოფილი სურენ სპანდარიანის მოედანი (სომხ. Սուրեն Սպանդարյանի հրապարակ სოურენ სპანდარიანი ჰრაპარაკ) — სომხეთის დედაქალაქ ერევნის სიდიდით მეორე მოედანი. მდებარეობს შენგავითის რაიონში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოედანი იკვეთება გარეგინ ნჟდეს, მანანდიანის, იეღბაირუთიანისა და ბაგრატუნიაცის ქუჩებით. ოფიციალურად გაიხსნა 1959 წლის 30 აპრილს.
მეტი ინფორმაცია გარეგინ ნჟდეს მოედანისომხ. Գարեգին Նժդեհի Հրապարակ, ზოგადი ცნობები ...
გარეგინ ნჟდეს მოედანი სომხ. Գարեգին Նժդեհի Հրապարակ | |
---|---|
ზოგადი ცნობები | |
მდებარეობა: | შენგავითის რაიონი, ერევანი, სომხეთი |
ფართობი: | 17 500 მ² |
გაიხსნა: | 1959 წლის 30 აპრილს |
დახურვა
1990 წლამდე მოედანზე აღმართული იყო სომეხი ბოლშევიკი ლიდერის, სურენ სპანდარიანის ძეგლი. 1991 წლის 25 მაისს მოედანს ეწოდა სომხეთის ეროვნული გმირის, გარეგინ ნჟდეს სახელი.[1]
მოედნის ქვეშ განთავსებულია მეტროსადგური გარეგინ ნჟდეს მოედანი და „მეტრო თეატრის“ დარბაზი.[2]