From Wikipedia, the free encyclopedia
ზვიად გამსახურდიას ეგრეთწოდებული „რეაბილიტაცია“ არსით მანკიერი და საბჭოთა წარმომავლობის ტერმინია (არ გამიგია ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში). მით უმეტეს, რომ „ვარდყვავილოვანი“ რეაბილიტაციის დროს კი არ გააუქმეს ზვიადისა და კანონიერი ხელისუფლების სხვა მომხრეების წინააღმდეგ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ უკანონოდ აღძრული სისხლისსამართლის საქმე - არამედ ხელახლა განიხილეს... სხვა მხრივ კი გამოიყენეს „ამნისტიები“ და ეგეთები...
ადმინისტრაციის საყურადღებოდ:
ვიღაცას სტატია გაუფუჭებია -- საჭიროა აღდგენა და ბანი დამზიანებელს
--ბპგ 16:09, 13 სექტემბერი 2005 (UTC)
სტატია საჭიროებს დამუშავებას. ვეცადე ყველა ზეცართავები როგორიცაა "ეროვნული, ანტიეროვნული, კანონიერი, ლეგიტიმური" და ა.შ. სადაც არ იყო საჭირო ამომეღო და ნამეტანი ოდიოზური ფრაზები მომეშთო. ბატონო ბესარიონ, დიდ პატყივს გცემთ ქართული ინტერნეტის და შრიფტების განვითარებაში ღვაწლისთვის, მაგრამ ვიკიპედია პოლიტიკური პროპაგანდის არენა არ არის.
საჭიროა სტატია შეივსოს სამაჩაბლოს ომით, (რატომღაც ბატონ ბესარიონს დაავიწყდა ამ ომის ხსენებაც კი), ეკონომიკური კრიზისით, რუსეთს ბლოკადა რომ გამოუცხადა გამსახურდიამ, სუფთა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო ეგ იყო. ეთნიკური უმცირესობების უფლებების შეზღუდვებით, მოკლედ უნდა აიხსნას თუ რატომ მოხდა ქვეყანაში მისი პოპულარობის მწვავე ვარდნა 91 წლის 31 მარტიდან 2 სექტემბრამდე და 2 სექტემბრიდან თბილისის ომის დაწყებამდე არაერთი ოპოზიციური მიტინგი იყო დარბეული.
მე იმ პერიოდში საკმაოდ მცირეწლოვანი ვიყავი და ყველაფერი კარგად არ მახსოვს, ამიტომ ვერ დავწერ. ანალიზი კი საერთოდ არაა საჭირო, ეს საქმე მომავალი თაობის ისტორიკოსებს მივანდოთ. --ტრულალა (გ) 21:15, 13 სექტემბერი 2006 (UTC)
სტატიის ზოგიერთი მონაკვეთი ამოღებულია სხვა საიტებიდან, მაგ. http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=50020&catid=&date=2007.03.28, შესაბამისად თავიდანაა გადასაწერი სხვა ენით. აქვე ვინმეს თუ შეუძლია ოჯახზე ინფო შეავსოს, ან მასალა მოგვაწოდოს? გმადლობთ.--Rastrelli F 17:44, 17 ნოემბერი 2008 (UTC)
შემდეგი ბმულები დაბლოკილია სპამ ფილტრის მიერ:
Rastrelli F 08:16, 19 ნოემბერი 2008 (UTC)
დოკუმენტები ხომ არ ამოგვეღო საერთოდ? რადგან არსებობს რესურსები ინტერნეტში, ამასთან ვიკიპედია არ არის კანონების, დადგენილებების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების შინაარსების თეკა. მართალია სტატია მხოლოდ ერთ კონკრეტულ დოკუმენტზე არაა, მაგრამ მაინც. R. 08:37, 19 ნოემბერი 2008 (UTC)
6 თვით ფსიქიატრიულში რომ იყო გამომწყვდეული 60-იანებში ეს არსადაა მითითებული? - ალ-ო @ 16:16, 4 აპრილი 2009 (UTC)
ხიბულა წალენჯიხის რაიონია თუ ხობის? — მიხეილ მიწერა 11:57, 31 დეკემბერი 2012 (UTC)
1978 წელს გამსახურდიას ნობელის პრემიაზე ნომინაციის შესახებ ინფორმაცია არის სიცრუე და ამოიღეთ
1) ნობელის კომიტეტი არ გასცემს და არ აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო ნომინანტების შესახებ, არამედ იმ ჯგუფების შესახებ რომლებმაც ნომინირება გაუკეთეს პიროვნებას ამ პრემიაზე მომდევნო 50 წლის განმავლობაში. ანუ მაგალითად ინფორმაცია თუ ვინ იყო კიდევ ნომინირებული და ვის მიერ, ან ნომინირებული კი იყო, მაგრამ ვერ გაიმარჯვა 1978 წელს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მხოლოდ 2028 წელს
2) ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებული პასუხის თანახმად, ამერიკის კონგრესს როგორც ორგანიზაციას არ შეუძლია წარადგინოს კანდიდატი ნობელის პრემიაზე, არამედ კონგრესის წევრები შეიძლება მიწვეული იყვნენ ნობელის კომიტეტის მიერ, იმისათვის რომ წარადგინონ თავიანთი კანდიდატურა
3) კონგრესის ბაზაში ძებნის შედეგი ცხადყოფს იმას რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ კონგრესის რომელიმე წევრის ანდა კონგრესმენთა ჯგუფის მიერ ვინმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე 1978 წელს, უბრალოდ არ არსებობს...
კონგრესის ბიბლიოთეკაში შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია ჰელსიკის ჯგუფის, მისი ისტორიის და ჩამოყალიბების, წევრების - მათ შორის ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვების შესახებ, მაგრამ არცერთი სიტყვა 1978 წელს თუ სხვა დროს ამერიკის კონგრესის მიერ, თუ კონგრემენთა ჯგუფის მიერ ზვიად გამსახურდიას ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ არ არსებობს — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 146.255.241.202 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
შეტყობინებებს ვტოვებთ გვერდის ბოლოს. შესწორდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:15, 6 ივნისი 2013 (UTC)
თანამდებობაზე ყოფნის დროში 14 აპრილი, 1991 – 31 დეკემბერი, 1993 შეცდომაა. 1993 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა, მაგრამ მაგ დროს ის რეალურად პრეზიდენტი აღარ იყო რადგან უფლება-მოვალეობას ვეღარ ასრულებდა.--დათო1010 20:43, 22 ნოემბერი 2014 (UTC)
გეთანხმები.--178.134.29.234 09:08, 8 აგვისტო 2021 (UTC)
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე, 1991 წლის 9 აპრილს სენატორმა ჯესი ჰელმსმა სენატის საგარეო კომიტეტს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, მაგრამ სხვა რაიმე ქმედება ამას აღარ მოჰყოლია. კონგრესის მიერ რეფერენდუმის შედეგების აღიარება არ მომხდარა. ჩაასწორეთ "search"%3A%5B"georgia"%5D%7D&r=1&s=8 სენატორ ჯესი ჰელმსის მიერ საგარეო კომიტეტისთვის წარდგენილი რეზოლუცია
პრეზიდენტის გარდაცვალების ადგილი სოფელი ძველი ხიბულა, სტატიაში მოხსენიებულია, როგორც ხობის რაიონის სოფელი. მაინტერესებს რომელი ფორმაა სწორი, ხობის მუნიციპალიტეტი თუ ხობის რაიონი.--ალიკო თარგამაძე განხილვაწვლილი 13:52, 5 მაისი 2021 (UTC)
გასაგებია.--ალიკო თარგამაძე განხილვაწვლილი 14:13, 5 მაისი 2021 (UTC)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.