განვითარების ბიოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
განვითარების ბიოლოგია — თანამედროვე ბიოლოგიის განყოფილება, რომელიც ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების (ონტოგენეზი) პროცესებს შეისწავლის.
ამასთან, ონტოგენეზის ყველა ეტაპის შესწავლა ხორციელდება: დაბადებიდან სიკვდილამდე, და ასევე მოიცავს საწყის ეტაპებს (ჩანასახოვანი დო პრეჩანასახოვანი). ონტოგენეზის საწყის ეტაპებს ემბრიოლოგია იკვლევს.
განვითარების ბიოლოგიის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის ფორმაწარმოშობის პროცესებს ოთხ განზომილებაში განიხილავს: არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც.
თანამედროვე განვითარების ბიოლოგია შეისწავლის, სხვადასხვა ფომაწარმოშობის პროცესების მოლეკულურ, ბიოქიმიურ და გენეტიკურ მექანიზმებს, აქტიურად სწავლობს ჩანასახების სუბუჯრედულ და უჯრედული ორგანიზაციის თავისებურებებს.
როგორც მეცნიერება, განვითარების ბიოლოგიამ ფორმირება XX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო, მოლეკულური ბიოლოგიის, ემბრიოლოგიის და გენეტიკის მონაცემების საფუძველზე.