განახლება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
განახლება (ყოფილი იჯადიე — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის თემში.[3] მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ბარცხანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 140 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ზედა ახალშენიდან 2 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2009 კაცი[1].
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განახლება. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
განახლება | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალშენი |
კოორდინატები | 41°36′48″ ჩ. გ. 41°40′40″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
მოსახლეობა | 2009[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 %, რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა