განათლება ტაილანდში
From Wikipedia, the free encyclopedia
განათლება ტაილანდში ― განათლების სისტემა ტაილანდში. განათლებას აკონტროლებს მთავრობა განათლების სამინისტროს მეშვეობით. კონსტიტუცია გარანტირებს უფასო განათლების თხუთმეტ წელიწადს სკოლამდელიდან საშუალო განათლებამდე. ტაილანდში განათლება მოიცავს ცხრაწლიან "დაწყებით განათლებას" (ექვსი წელი დაწყებითი და სამწლიანი უმცროსი საშუალო სკოლა). საჯარო სკოლებში სწავლა უფასოა მეცხრე კლასამდე. მთავრობა უზრუნველყოფს დამატებით სამწლიან უფასო სკოლამდელ და სამწლიან უფასო უმაღლეს საშუალო განათლებას. არც ერთი არ არის სავალდებულო. ბავშვები ირიცხებიან დაწყებით სკოლაში ექვსი წლის ასაკიდან ექვსი წლის განმავლობაში. დაწყებითი კლასების გაკვეთილები დღეში სულ მცირე 7 საათია, ხოლო სწავლის მაქსიმალური დროა წელიწადში 1000 საათი. საშუალო განათლება იწყება 12 წლის ასაკში. იგი შედგება სამი წლის უმცროსი საშუალო და სამი წლის უმაღლესი საშუალო განათლებისაგან. სავალდებულო განათლება მთავრდება მეცზრე კლასში, რის შემდეგაც მოსწავლეებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა ფასიან საუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამაში.ან პროფესიულ სასწავლებლებში
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|განათლება ტაილანდში}} |
ტაილანდში ლეგალურია საშინაო განათლება. კონსტიტუცია და განათლების კანონმდებლობა ცნობს ალტერნატიულ განათლებას და ცნობს ოჯახს, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტს. საშინაო განათლების დამარეგულირებელი კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს, ძირითადი კანონია საშინაო სწავლებისთვის - ოჯახი ვალდებულია შეიტანოს განაცხადი და მოხდება მოსწავლის ყოველწლიური შემოწმება.